თბილისის მერობის 2 კანდიდატი უკვე ოფიციალურად წარადგინეს, ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - ზალიკო უდუმაშვილი და „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოდან“ - ელენე ხოშტარია.
არაოფიციალურად ცნობილი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატად მოქმედ ენერგეტიკის მინისტრსა და ვიცეპრემიერს, კახი კალაძეს, წარადგენს. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მერის პოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენია, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ თბილისის მერის პოსტზე კახი კალაძე საუკეთესო, უალტერნატივო კანდიდატი იქნება და მისი კონკურენტი მხოლოდ გაკეთებული საქმეების წარმოჩინება იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ დროის ათვლა ჯერ არ დაწყებული და ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულა. ზალიკო უდუმაშვილი დღეს გლდანში მოსახლეობას შევხდა და მათ 2 მაჟორიტარი დეპუტატი წარუდგინა.