18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
შიდა ქართლში საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატებს ძირითადად იცნობენ, თუმცა მათ საქმიანობაზე აზრი იყოფა

გორის მოსახლეობის გამოკითხულთა ნაწილმა საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არ იცის და ფიქრობს, რომ ქალაქისთვის არაფერი კეთდება, თუმცა, გამოკითხვის ზოგიერთი მონაწილე აცხადებს, რომ ქალაქში გზები დაიგო.

ხაშურში, კასპსა და ქარელში კი ძირითადად თავის დეპუტატს იცნობენ, თუმცა, მაჟორიტარების საქმიანობის შეფასებისას აზრი იყოფა.

„ეგ მაჟორიტარი არ გამაგონოთ, ერთმა თქვა, მე გავაკეთებ ყველაფერს, წავიდა ერთი, მეორე მოვიდა, მე გავაკეთებ ყველაფერსო და მერე აღარ ჩანან საერთოდ. ერთხელ იყო ბაზარში მოსული, ამირჩიეთო. გვპირდება, ქვეყანა უნდა ააყვავოს ვითომ, მარა თავისთვის თამაშობს,“ - აცხადებს ხაშურში გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე.

შიდა ქართლის ზოგიერთი მცხოვრები ფიქრობს, რომ ღირსეული მაჟორიტარი ჰყავს, ზოგს მიაჩნია, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, გამოკითხულთა ნაწილის აზრით კი მაჟორიტარებს ქალაქებისთვის საქმის გაკეთების საშულებას ზემდგომები არ აძლევენ.

დღის ამბები