18 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
შეიძლება, უბრალო ადამიანი მეგონოს და გავლანძღო - სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა მაჟორიტარებზე

სამცხე-ჯავახეთში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა მაჟორიტარებს სცნობს. ბორჯომსა და ახალციხეში პრობლემებზე საუბრისას მაჟორიტარების, გედევან ფოფხაძისა და გიორგი კოპაძის, გაკეთებულ საქმეებზეც საუბრობენ. ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მისთვის მთავარია, რომ მაჟორიტარი „არაფერს აფუჭებს“.

„სადგურში კაციშვილი არ მოსულა აქ და არავის არაფერი უთქვამს, ჩვენი გაჭირვება, რომ ვუთხრათ,“ - აცხადებს ახალციხეში ერთ-ერთი მცხოვრები.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ რაიონის უმეტეს ნაწილში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოხსნილია. თუმცა, „არჩევანთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ მაჟორიტარები მათ არ შეხვედრიან პირისპირ და ადგილობრივების პრობლემებზე არ უსაუბრიათ.

„რომ არ გინახავს და სახელი და გვარი ისე იცი, ახლა რომ მოვიდეს, შეიძლება, უბრალო ადამიანი მეგონოს და გავლანძღო,“ - ამბობს ახალციხეში ერთ-ერთი ადგილობრივი. 

დღის ამბები