ქუთაისში გამოკითხულთა ძირითადი ნაწილი საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს და უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.
„ხმებისთვის კი მოდიან, ხმები რომ სჭირდებათ ჩვენი, მაგრამ მას შემდეგ არავი არ მოსულა, არავის არ უკითხავს ჩვენი გაჭირვება,“ - აცხადებს ქუთაისის მცხოვრები.
ასევე ცოტა ადამიანმა იცის, ვინ არის მაჟორიტარი დეპუტატი ზესტაფონში, ხოლო სამტრედიისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატებს მოსახლეობის უმრავლესობა ძალიან კარგ ყურადღებიან პიროვნებებად ახასიათებენ და მათი საქმიანობითაც კმაყოფილები არიან, თუმცა, ნაწილი მიიჩნევს, რომ მეტის გაკეთება შეიძლება და აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო, მედიკამენტებზე თანხა არ ჰყოფნით.
„მარტო რესტორნებს აკეთებენ, რომ მერე ქელეხები გამართონ, სხვა რა კეთდება?“ - აცხადებს სამტრედიაში გამოკითხვის ერთ-ერთი მონაწილე.