02 მაისი 2024,   07:09
ვრცლად
ლანჩხუთისთვის არ ვიცი და მისთვის კი აკეთებს, ალბათ, რაცხას - გამოკითხვა მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობაზე გურიაში

„თვალით არ ჩანს საერთოდ გასაკეთებელი და ისე ძალიან იბრძვის, კეთილი კაცია და ძალიან მონდომებული,“ - აცხადებს ოზურგეთის ერთ-ერთი მაცხოვრებელი „არჩევანის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, თავის მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას.

ოზურგეთის მოსახლეობის გამოკითხულთა ნაწილი აცხადებს, რომ მათი მაჟორიტარი დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე, ბევრ საქმეს აკეთებს, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

ლანჩხუთში გამოკითხულთა დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მათი მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივებისთვის, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებს და მათ ყურადღებას მხოლოდ არჩევნებამდე აქცევს.

„ლანჩხუთისთვის არ ვიცი და მისთვის კი აკეთებს, ალბათ, რაცხას,“ - აცხადებს ლანჩხუთის ერთ-ერთი მცხოვრები.

ამავე თემაზე
დღის ამბები