„რაში უნდა მაინტერესებდეს, ვინ არის მაჟორიტარი, რამეს აკეთებენ ან რამეს გვიკეთებენ?“ - ასე გლდანის ერთ-ერთი მაცხოვრებელი საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს „არჩევანის“ გამოკითხვაში აფასებს.
გამოკითხულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მაჟორიტარი დეპუტატი მხოლოდ არჩევნების დღეს ნახეს.
„სახლში მოვიდა, ხმა მომეციო და მერე არაფერი არ ვიცი,“ - აცხადებს სანზონის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
თბილისის მოსახლეობის გამოკითხულთა დიდი ნაწილი თავის მაჟორიტარს არ იცნობს. თემქის, ავჭალის, სანზონის, ნახალოვკისა და გლდანის მაცხოვრებლები ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ერთხელ მოდის არჩევნების დღეს და მერე სულ დაკარგულია, არ შეიძლება ასე, ხალხს უნდა მიხედოს, გზას უნდა მიხედოს, ასე არ არის,“ - განაცხადა ავჭალის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
გამოკითხულთა ნაწილი კი აცხადებს, რომ მათ უბანში გზა და სკვერი გაკეთდა.