სტამბოლში გარდაცვლილი ბუნა ხოტოველის ოჯახი საქართველოს საელჩოს მიმართავს და გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები დიპლომატიურ უწყებას სთხოვენ, თურქეთის ძალოვანი უწყებიდან, გამოითხოვონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და ასევე, სამართალდამცველებმა ამოიღონ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეო ჩანაწერები.
თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცველები ორ ძირითად ვერსიაზე, უბედურ შემთხვევასა და თვითმკვლელობაზე საუბრობენ. ოჯახი თვითმკვლელობას გამორიცხავს და გარკვეულ საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს.