მოსკოვი-ბათუმის რეისი 9 საათიანი დაგვიანებით შესრულდა. "დომოდედოვოს" აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით გამოფრენილმა “ურალის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა მინვოდის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა.
მიზეზი ავიალაინერის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 156 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. არც ერთი მათგანი არ დაშავებულა. მგზავრების ბათუმში გადასაყვანად ავიაკომპანიამ სხვა თვითმფრინავი გააგზავნა.