ზაჰესის ხიდი, რომელიც რამდენიმე წლიანი ლოდინის შემდეგ თბილისის მერიამ საზეიმოდ გახსნა, დაზიანდა. ხიდის გარკვეული მონაკვეთი ჩანგრეულია და ორმხრივი მოძრაობა შეფერხებულია.
ოპოზიცია აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიის დაკვეთით შესრულებული სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც მოსახლეობა ისევ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
ზაჰესის ხიდის გაკეთებას ადგილობრივები რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდნენ. კომპანიას, რომელთანაც მერიამ პირველად ხელშეკრულება გააფორმა, ვალდებულება ჰქონდა, რომ სამუშაოები 2016 წლის თებერვალში დაესრულებინა.
თბილისის მერიის მტკიცებით, ჩაინგრა არა ხიდი, არამედ ხიდთან მისასვლელი გზა.
დაზიანებას ოპოზიცია ხიდზე ჩატარებულ უხარისხო სამუშაოებს უკავშირებს.
კომპანია NCC -ში კი, რომელსაც ხიდისა და გზის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინა, კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.