18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
მარნეულში წმინდა გიორგის ეკლესიის მინები ჩამსხვრეულია და დაზიანებულია კარი

მარნეულის რაიონში წმინდა გიორგის ახლადრესტავრირებული ეკლესიის მინები ჩამსხვრეულია, დაზიანებულია შესასვლელი კარი და გარე განათების სისტემა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე უცნობია დამატებითი დეტალები, ასევე არ არის ცნობილი, თუ როდის მოხდა ეკლესიის მინებისა და კარის დაზიანება.

ამ წუთებში მარნეულის წმინდა გიორგი ეკლესიასთან ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

მარნეულისა  და ჰუჯაბის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარს ვანდალური და ბარბაროსული აქტი უწოდეს. ეპარქიაში მომხდარს პროვოკაციად აფასებენ. 

 

დღის ამბები