ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ადვოკატებმა მოინახულეს და ხვალინდელ პროცესთან დაკავშირებული საკითხები შეათანხმეს. ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხვალ მოწმის სახით პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი დაკითხონ. მისი თქმით, საქმის შესახებ შეუსაბამო განცხადებებს ადამიანები ყოველგვარი შეთანხმებისა და სუბოორდინაციის გარეშე აკეთებენ, რაც მიუღებელია.
„ყველაფერი შესაძლებელია. ამას მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ბრალდება წყვეტს ამას. ფაქტია, რომ არიან პირები, რომლებიც აბსოლუტურად, ყოველგვარი შეთანხმების და სუბორდინაციის დაცვის გარეშე წყვეტენ ყველაფერს, რა,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მან მეუფე იაკობზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ გარკვეული საკითხები წმინდა სინოდის განხილვის თემაც უნდა გახდეს.