ამერიკაში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის დედა ქვეყნის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მაყვალა ხურციძის თქმით, მისი შვილი საქართველოს სახელით ასპარეზობს, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია მისი უფლებები სათანადოდ დაიცვას. მაყვალა ხურციძის ინფორმაციით, მის შვილს სავარაუდოდ 1 კვირაში გაათავისუფლებენ. ამის შესახებ დედას თავად სპორტსმენმა აუწყა სატელეფონო საუბრისას.
“ძალიან უკმაყოფილო ვარ, იმიტო რომ დაეხმარონ ჩემ შვილს. არასდროს არაფერი არ გაუკეთებიათ ჩემი შვილისთვის, გამოდის საქართველოს სახელით. თქვა, რომ ერთ კვირაში გამოვალო, ამის იმედი მაქვს. ჩემი შვილის არაფრის მოქმედი არ არის. მაგას თუ გააკეთებდა, რო უჭირდა და საჭმელი არ ჰქონდა, მაშინ უნდა გაეკეთებინა ეს ჩემ შვილს,“ - აცხადებს ავთანდილ ხურციძის დედა მაყვალა ხურციძე.