მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე პოლიცია და გამნაღმველები არიან მობილიზებულნი.
როგორც “რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია 112 -ში შესული შეტყობინების საფუძველზე გადაკეტა. საქმე ეხება საეჭვო ჩანთის არსებობას.
უსაფრთხოების მიზნით ამ დროისთვის გონაშვილის ქუჩა მთლიანად გადაკეტილია. თვითმხილველების განცხადებით, მათ ქუჩაზე დილის 9-ის ნახევრისთვის ჩანთა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.
რამდენად რეალურია ინფორმაცია, ქუჩაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.