18 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
გლდანში 5 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გლდანში. 5 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ბავშვმა სავარაუდოდ, აივნის კარი გააღო და შემდეგ კორპუსიდან გადმოვარდა. 

მეზობლების თქმით, ქერჩის ქუჩის #22-ში მომხდარი შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, ბავშვის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. 

 

დღის ამბები