ცრუ განგაში ავლაბარში. გონაშვილის ქუჩაზე დატოვებულ ჩანთაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. საეჭვო ჩანთაში ტანსაცმელი იყო. გამნაღმველებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.
გონაშვილის ქუჩაზე მოძრაობა უკვე სრულად აღდგა.
მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო ცოტა ხნის წინ. ადგილზე პოლიცია და გამნაღმველები იყვნენ მობილიზებულნი.
როგორც “რუსთავი 2“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საპატრულო პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია 112 -ში შესული შეტყობინების საფუძველზე გადაკეტა. თვითმხილველების განცხადებით, მათ ქუჩაზე დილის 9-ის ნახევრისთვის ჩანთა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.