ნიდერლანდების ცეკვის თეატრი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დღევანდელი საღამოსთვის ემზადება. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საბალეტო დასი თბილისის საბალეტო ფესტივალის სტუმარია.
ორი დღის განმავლობაში ქართველი მაყურებლის წინაშე 4 განსხვავებული საბალეტო წარმოდგენა გაიმართება.
„ულამაზესი თეატრია, არაჩვეულებრივი ქალაქი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საოცრად კარგი გუნდი დაგვხვდა. მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა თბილისში წარმოვადგინოთ ჩვენი ბალეტი,” - განაცხადა დასის გენერალურმა მენეჯერმა, ჯანინი დათმაიერმა.
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინო ანანიაშვილი იმედოვნებს, რომ წარმოდგენებით ქართველი მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩება.