მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ცნობილი მომღერალი ელტონ ჯონი საქართველოში 2 სოლო კონცერტს გამართავს. Black Sea Arena-ს სცენაზე თაყვანისმცემლების წინაშე მუსიკოსი 16 და 17 სექტემბერს წარსდგება. ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება.
„მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა და 17 სექტემბერს Black Sea Arena-ზე დაემატება კიდევ ერთი კონცერტი, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მუსიკის მოყვარულებს და ელტონ ჯონის თაყვანისმცემლებს იხილონ ის მეორე დღესაც და ჯამში დაახლოებით 20 ათას ადამიანს შეეძლება კონცერტზე დასწრება,“ - განაცხადა კომპანია ”ისთერნ ფრომოუშენის” დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ.