18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ე.წ. პროკურორების კორპუსი, რომელიც გარშემომყოფებს საფრთხეს უქმნის

თბილისის ცენტრში, ვაკეში მშენებარე ერთ-ერთ კორპუსს სამართალდამცავი სტრუქტურების გავლენიანი პირების მიერ დაფუძნებული ამხანაგობის ინტერესები პირდაპირ უკავშირდება. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი პროკურორები, შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსნები და მოსამართლეები.

არქიტექტორი გვანცა რადლევსკაია აცხადებს, რომ კორპუსი საშიშ ზონაში შენდება და ირგვლივ სახლებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

მეზობლების და არქიტექტორების არა ერთი პროტესტის და მშენებლობის ერთხელ უკვე შეჩერების მიუხედავად, სამუშაოები ჟვანიას ქუჩაზე გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ თბილისის მერიამ ახალი ნებართვა სწორედ გავლენიანი მფლობელების ჩარევის შედეგად გასცა.

„კურიერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ადამიანი, რომელმაც თბილისის მერიას კოეფიციენტის გაზრდის მოთხოვნით მიმართა, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ნათესავი, ზვიად ჯანყარაშვილია.

ე.წ. პროკურორების კორპუსის თაობაზე თბილისის მერს, დავით ნარმანიას იფორმაცია არ აქვს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს.

დღის ამბები