18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ფერმერები ატმის რეალიზაციას ვერ ახერხებენ - კახელი გლეხები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ატმის კრეფა კახეთში უკვე დაიწყო, თუმცა გლეხები მის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. გურჯაანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხილს ვერც ადგილობრივები ყიდულობენ და აღარც გადამამუშავებელი ქარხნები არსებობს მათ ჩასაბარებლად.

კახეთიდან ატამი ახლა მხოლოდ თბილისსა და დასავლეთში მიაქვთ. ადგილობრივები ხელისუფლების უყურადღებობას უჩივიან.

მყიდველის სიმცირეს უჩივიან ჩუმლაყის საგანგებოდ მოწყობილ ბაზარზე, საიდანაც ხილი ძირითადად გადამყიდველებს მიაქვთ. ადგილობრივების მტკიცებით, ხილის რეალიზაციას არჩევნების წინ მათ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი შეპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულებულა. გლეხები კი, ბანკებიდან აღებულ ვალებს ვერ იხდიან.

უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი გლეხებს ამშვიდებს, რომ ჯერ ატმის სეზონის პიკი არ არის და ყველაფერი მზად მომავალი კვირისთვის იქნება.

ჩუმლაყის ქართული ხილის კომპანია, რომელიც ხილის მიმღები პუნქტია და 2014 წელს საზეიმოდ გაიხსნა, ჯერ კიდევ არ ამუშავებულა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ჯერ ხილის რაოდენობა არ არის საკმარისი, თუმცა რამდენიმე დღეში ყველა ხარისხის ხილს ჩაიბარებენ და ადგილზეც გადაამუშავებენ.

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები