18 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის - მიტროპოლიტი დიმიტრი მეუფე იაკობს საეკლესიო კანონიკის დარღვევაში ადანაშაულებს

დაპირისპირება მღვდელმთავრებს შორის. მიტროპოლიტი დიმიტრი, ქორეპისკოპოს იაკობს საეკლესიო კანონიკის დარღვევაში ადანაშაულებს. კრიტიკის საბაბი ციანიდის საქმის მთავარი ბრალდებულისთვის უმძიმესი სასჯელის დაკისრებაა. დეკანოზის ზიარება მეუფე იაკობმა აკრძალა.

ზიარების უფლება ქორეპისკოპოს იაკობის შემდეგ კანონიკური, წესებით დაცვით, ბრალდებულ დეკანოზს მისმა სულიერმა მოძღვარმა შეუჩერა.

სულიერი მოძღვარისა და პატრიარქის ქორეპისკოპოსის დაპირისპირებაზე - დაკავების დღიდან ბრალდებული დეკანოზი საუბრობს. გიორგი მამალაძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში არიან ძალები, რომლებიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე იღებენ.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ, გასულ კვირას მიქაელ ბოტკოველმა ისაუბრა. პატრიარქის მდივანმა განმარტა, რომ ქორეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, ბრალდებული დეკანოზი საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო ისჯებოდა.

დღის ამბები