ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, დემირელის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს დღეს შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან. გასაუბრების პროცესს დაესწრება ადვოკატიც. პროცედურა რამდენიმე თვე გაგრძელდება, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, მიენიჭება თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი.
ამ პერიოდის განმავლობაში წინასაექსტრადიციო პროცედურები შეჩერებულია. დემირელის კოლეჯის მენეჯერი უკვე ერთი თვეა პატიმრობაშია. ქართულმა მხარემ ის თურქული მხარის მოთხოვნით დააკავა.
თურქეთში მას ტერორიზმთან კავშირში ედავებიან. თავად პატიმრობაში მყოფი პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.