18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ვენეციის კომისიაც მოტყუებულია და საქართველოს მოსახლეობაც - არასამთავრობო სექტორი კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მმართველი გუნდის ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ „ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, არასამთავრობო სექტორი ეხმაურება.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ჯანი ბუკიკიოს განცხადებები, შექმნილი ვითარების ადეკვატურია.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე არის ნულოვანი კონსენსუსი, შესაბამისად, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 

სამოქალაქო სექტორის მთავარი კრიტიკის საგანი, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხებია. მმართევლი გუნდის გადაწყვეტილებით, ქვეყანა პროპორციულ საარცევნო სისტემაზე 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადავა. 

„ჩვენ გვქონდა ყველა რესურსი ქვეყნის შიგნით და გვქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა იმისთვის, რომ მიგვეღო მართლაც თანამედროვე, გამართული კონსტიტუცია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ფართო კონსესუსზე, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. დოკუმენტს, რომელსაც მხარს არ უჭერს არავინ, გარდა მმართველი პარტიისა ად კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე არსებობს ნულოვანი კონსენსუსი ფართო საზოგადოებაში, ასეთი დოკუმენტი ქვეყნის დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას ვერ უზრუნველყოფს,“ -განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ხელისუფლების მხრიდან ვენეციის კომისიისა და საქართველოს მოსახლეობის მოტყუებაზე საუბრობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორიც.

მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ განხილვებისა და კომისიის დასკვნის შემდეგ, კონსტიტუციის ტექსტი სრულად შეცვალა.

„ეს არის ალბათ ერთ-ერთი ძალიან მკაცრი და მკაფიო შეფასება, რაც შეიძლება გააკეთოს ვენეციის კომისიამ. როდესაც ვენეციის კომისიას გაუგზავნი ერთ დოკუმენტს, შემდეგ პრაქტიკულად დასკვნის მიღებისთანავე სრულიად გამოცვლი მნიშვნელოვან ტექსტს და სხვა საკითხებზე დაიწყებ მსჯელობას და სულ სხვა ტექსტით მიიღებ კონსტიტუციას, ეს ნიშნავს, რომ ვენეციის კომისიაც მოტყუებულია ამ პროცესში, საქართველოს მოსახლეობაც მოტყუებულია,“ - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

 

დღის ამბები