დაპირისპირება მოხდა სახელმწიფო კანცელარიის წინ ფინანსური კომპანია "საქართველოს" დაზარალებულ მეანაბრეებსა და სამართალდამცველებს შორის. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე საწოლის გაშლის უფლება არ მისცა.
"ალბათ მშრალ შიმშილობაზე გადავალთ, ისეთ დღეში გვაგდებენ. გვინდა, რომ პრემიერმინისტრი უშუალოდ ჩაერთოს და გამოიკვეთოს იმ დამნაშავეთა ჯგუფი, რომელიც ფერაძესთან ერთად მოქმედებდა და ჩვენი მილიონები გადაინაწილეს," - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული, ეთერ კოხტაშვილი.
ფინანსური კომპანიისგან დაზარალებულები უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ, რამდენიმე მათგანი გუშინ შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა.
მოშიმშილეებთან დღის ბოლოს იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.