საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა განახლდა. სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას განაგრძობს. პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე რამდენიმე მოწმეს დაკითხავს, თუმცა, წინასწარ უცნობია, ვისი დაკითხვა მოხდება დღევანდელ სასამართლოზე.
პროკურორის განცხადებით, დღეს პატრიარქის, მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა სასამართლო პროცესზე დაგეგმილი არ არის. პროკურორი ზვიად გუბელიძე აღნიშნავს, რომ დღეს ბრალდების მხარეს 10 მოწმის, კერძოდ გამომძიებლებისა და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დაკითხვა აქვს დაგეგმილი.
„მათ შრის არიან გამომძიებლები, რომლებმაც უშუალოდ აეროპორტიდან ამოიღეს ბარგი და ასევე, გამომძიებლები, რომლებმაც მამალაძის ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. ისინი ისაუბრებენ თავიანთ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებაზე და თუ დაცვის მხარეს რაიმე სამართლებრივი არგუმენტები აქვს და ეჭვქვეშ აყენებენ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას, დღეს არის სწორედ ის პროცესი, როდესაც მათ კითხვები უნდა დაუსვან,“ - განაცხადა ზვიად გუბელიძემ.