მასაჩუსეტსის შტატის პოლიციამ 98 წლის ქალი და კიდევ 8 აქტივისტი დააკავა - ამის შესახებ CNN წერს. Sugar Shack Alliance-ის წევრებმა ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობა გააპროტესტეს. მათ ადგილზე პერფომანსიც დადგეს, რომლის დროსაც მილის დაკრძალვის ცერემონია ჩაატარეს.
სამართალდამცველებმა 98 წლის ფრენსის ქროუი და მისი თანამოაზრეები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ მილსადენის მშენებლობის ტერიტორიაზე უკანონოდ შეხვლა სცადეს და ადგილზე სასახლეც მიიტანეს.
აქტივისტების განცხადებით, პოლიციამ ისინი გააფრთხილა, რომ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში, მათ დააკავებდნენ.