18 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო ყოველთვის იყო ძალაუფლების გადანაწილებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტორი - იანოშ ჰერმანი

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი სიტყვით გამოვიდა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი აზრით, წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო ძალთა დამბალანსებელი იყო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებაში.

„20 წელზე მეტია, რაც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლო აქტიურად მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში მან მთავარი როლი შეასრულა ქვეყნის კონსტიტუციის დაცვაში. ყოველთვის იყო ძალაუფლების გადანაწილების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის გარანტორი. საკონსტიტუციო სასამართლომ არა ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა დემოკრატიულ მმართველობას და ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებაში. მიუხედავად ზეწოლისა და მღელვარებებისა, მან შეინარჩუნა პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამ კონგრესის საქართველოში ჩატარება არის ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს დონის და პოტენციალის აღიარება,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

დღის ამბები