18 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
იმის მაგივრად, რომ ჩვენ გაგვეღრმავებინა თვითმმართველობის რეფორმა, ნაბიჯები უკან გადავდგით - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე ფიქრობს, რომ საქართველომ, იმის ნაცვლად, რომ თვითმმართველობის რეფორმა გაეღრმავებინა, ნაბიჯი უკან გადადგა. 

„ჩვენ იმთავითვე უარყოფითი დამოკიდებულება გვქონდა ამასთან დაკავშირებით. იმის მაგივრად, რომ ჩვენ გაგვეღრმავებინა თვითმმართველობის რეფორმა, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, არჩევითობა შემოგვეტანა და უფრო მეტი წარმომადგენლობა ხალხისა, ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯები, რასაც არ აქვს არანაირი არგუმენტაცია," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი აზრით, საარჩევნო წელს თვითმმართველობის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიცირება და ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა, არასწორი გადაწყვეტილება იყო. ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები და ამომრჩევლები გაურკვევლობაში არიან.

"საარჩევნო წელს, როდესაც ხორციელდება ასეთი ცვლილებები, ის, რა თქმა უნდა, იწვევს, უკვე გამოიწვია და კიდევ მომავალში გააჩენს ძალიან ბევრ შეუსაბამობას, ძალიან ბევრ არევ-დარევას კანონმდებლობის. გზადაგზა გასწორება და მუდმივი მოლოდინის რეჟიმში მყოფება პოლიტიკური პარტიებისა თუ ამომრჩევლებისა, არანაირად გამართლებული არ არის,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

დღის ამბები