18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
თქვენ ატყუებთ ადამიანებს - კამათი პარლამენტში თვითმმართველობის საკითხზე

პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი კამათის საგანი გახდა. ოპოზიციამ უმრავლესობა 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების გამო გააკრიტიკა. საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას საკმარისი არგუმენტი არ აქვს იმის თაობაზე, თუ რატომ არ აძლევს მოსახლეობას საკუთარი ქალაქების მერის არჩევის საშუალებას.

„თუ თქვენ ერთადერთ არგუმენტად დღეს მოსახლეობას ეუბნებით, რომ ბიუროკრატიაზე გინდათ თანხები დაზოგოთ და ამიტომ არ აძლევთ მათ მერის არჩევის შესაძლებლობას, ამ ლოგიკით, ადგილობრივი თვითმმართველობა საერთოდ შეიძლება გავაუქმოთ, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ იმართება ადგილობრივი თვითმმართველობა. სუს-ის თუ ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი ჩარევით,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი კი ფიქრობს, რომ უმრავლესობამ არ იცის, როგორ დაეხმაროს სოფლებს და შესაბამისად, ამ მხრივ ნაბიჯებს არ დგამს.

"თქვენ ატყუებთ ამ ადამიანებს," - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ კი ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც თავად ბორჯომის საკრებულოს უმცირესობას წარმოადგენდა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობა ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა.

„ფაქტი ის არის კოლეგებო, რომ ამ მეთოდებით ელაპარაკებოდით თქვენ მაგ დროს თქვენს ოპონენტებს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები