18 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
კიბერთავდასხმის მცდელობის საფრთხე პარლამენტში ამ დროისთვის განეიტრალებულია

კიბერთავდასხმის მცდელობის საფრთხე პარლამენტში ამ დროისთვის განეიტრალებულია. სრულად აღდგენილია კომუნიკაცია და წვდომა დეპუტატების მეილებზე.

დეპუტატები ადასტურებენ, რომ პარლამენტის თითქმის ყველა წევრმა, ერთდროულად მიიღო შეტყობინება, რომ მათი ელექტრონული ფოსტა კიბერთავდასხმის საფრთხის წინაშეა. დროებით პარალიზებული იყო წვდომა მეილებზე.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პარლამენტი არ არის ერთადერთი ადგილი - კიბერშეტევა განხორციელდა საერთაშორისო კომპანიაზეც, რომელიც ფოთის პორტში ოპერირებს.

დღის ამბები