18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
მორიგი მრავალსართულიანი კორპუსი თბილისის ცენტრში - ცაგარელის ქუჩის მაცხოვრებლების პროტესტი

ცაგარელის 5 ნომერში მცხოვრებლები, დღეს უკანონო მშენებლობას აპროტესტებდნენ. ადგილობრივები მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ, რომელიც გარშემო მდებარე ავარიულ სახლებს საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, მშენებლობა უკანონოა, ამიტომ მშენებლობის ნებართვა უნდა გაუქმდეს.

დეველოპერები აცხადებენ რომ მშენებლობის უფლება კანონიერად მოიპოვეს. დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარეს ქუჩის მაცხოვრებლებმაც. დასკვნაში წერია, რომ ტერიტორიაზე მშენებლობა გაუმართლებელია, რადგან ზედმეტი ვიბრაცია ავარიულ შენობისთვის სახიფათოა.

ცაგარელის ქუჩაზე დღეს ადგილობრივებმა ზედამხედველობის სამსახური გამოიძახეს. მერიის თანამშრომელი მხოლოდ იმას ამბობდა რომ არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უკვე მიიღო.

 

დღის ამბები