საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმებას ეხება. უმრავლესობის ნაწილი მიიჩნევს, რომ „სითი პარკი“ მერიამ უნდა ჩაანაცვლოს და პარკირების საკითხებზე შუამავლის გარეშე, პირდაპირ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა იზრუნოს, ჯარიმებიდან შემოსული თანხაც დედაქალაქის ბიუჯეტში შევიდეს.
ინიციატივას ემხრობა ოპოზიციაც. მერობის კანდიდატებს ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების საკუთარი გეგმები აქვთ.
„სითი პარკში“ კი ამბობენ, რომ მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს. იმ შემთხვევაში თუ ქალაქის მთავრობა ხელშეკრულებას შეწყვეტს, სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.
„სითი პარკთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულება წინა ხელისუფლების დროს, 2025 წლამდე გაფორმდა. უმრავლესობამ 2 კვირის წინ "სითი პარკის" ჯარიმების 10-დან 20-ლარამდე გაზრდას დაუჭირა მხარი, შემდეგ კი იმ მოტივით, რომ თანხის ნაწილს კომპანია მიიღებდა, გადაწყვეტილება შეცვალა.