18 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ერთჯერადი დახმარების გაცემა გამგეობებიდან - ადამიანები, რომელთაც სოციალურად დაუცველი პირების თანხები მიიღეს

ხუთნახევარი მილიონი ლარი თბილისის გამგეობებმა ერთჯერადი დახმარების სახით ერთი წლის განმავლობაში გასცეს. ამ თანხის 60 პროცენტი, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სოციალურად დაუცველებმა მიიღეს. რა კრიტერიუმით შეირჩა დანარჩენი, 6 ათასზე მეტი ადამიანი, მერიაში არ პასუხობენ. „ახალი საქართველოს“ ლიდერი ამტკიცებს, რომ ეს პირები "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან, რომლებსაც საჭიროების არ არსებობს მიუხედავად, გამგეობები მაინც აფინანსებენ.

რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ერთჯერადი დახმარების გაცემისას, გამგებლები არ განმარტავენ. კომენტარზე თბილისის ათივე მუნიციპალიტეტი უარს ამბობს. ქალაქის მერი ბრალდებებს პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს, დახმარებების უსამართლოდ გაცემას გამორიცხავს საკრებულოს თავმჯდომარეც.

"ახალი საქართველო" ერთჯერადად გაცემული დახმარებების შესახებ სრულ ინფორმაციას პროკურატურას უახლოეს დღეებში მიაწვდის, პარტია უწყებისგან გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს.

დღის ამბები