სიღნაღის სოფელ ანაგაში, გაუმართავი სისტემის გამო სოფელში წყალი კვირაობით არ მოდის. სასმელ წყალს მეზობლები ერთმანეთს უნაწილებენ.
ადგილობრივ ხელისუფლებას ანაგელებმა რამდენჯერმე მიაკითხეს. გამოცხადდა ტენდერი, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფელში წყლის გამანაწილებელიც დაიდგა, რომელმაც სულ რამდენიმე თვე იმუშავა და მერე მწყობრიდან გამოვიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ფული უშედეგოდ დაიხარჯა, პრობლემა კი კვლავ გადაუჭრელია.
ადგილობრივი ხელისუფლება ანაგელების პრეტენზიებს უარყოფს. ამბობენ, რომ პრობლემები ადგილობრივებს მხოლოდ ბოლო 10 დღეა რაც შეექმნათ და მანამდე წყლით 24 საათის განმავლობაში მარაგდებოდნენ.
ავტორი:ია გულიაშვილი