კიდევ ერთხელ დარღვეული ოკუპაციის კანონი და საქართველოს ხელისუფლების სრული უმოქმედობა - "კურიერისთვის" დღეს ცნობილი გახდა, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის დამრღვევი ერთ-ერთი ჟურნალისტი საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა. ის საქართველოს დედაქალაქში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დროს არანაირი პრობლემა არ შექმნია, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ მამონტოვს კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული აქვს და ამ მიზეზით 2009 წელს საქართველოდან მისი დეპორტაცია ერთხელ უკვე მოხდა.
როგორ აღმოჩნდა თბილისში რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი, რომელიც ქვეყნიდან ერთხელ უკვე გაძევებულია, მთავრობის ვიცე-პრემიერი ამას, ქართველი მესაზღვრეების გადაწყვეტილებას გაუგებრობას უკავშირებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რუსეთის ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები ოკუპაციის კანონის დარღვევის მიუხედავად საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ ახერხებენ. იგივე მოხდა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მოსკოვის მერი ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში უპრობლემოდ შემოუშვეს, მაშინ ხელისუფლება მომხდარს გაუგებრობას უკავშირებდა და პირობას დებდა, რომ მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებდა. დღეს ხელისუფლებას ისევ იგივე პასუხი აქვს.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარი რედაქტორი თბილისში მედია კონფერენციას ესწრება, სადაც ქართულ რუსული ურთიერთობები შესახებ მსჯელობენ.
ასევ შეგახსენებთ, რომ თბილისში მოსკოვის პოლიტიკური გზავნილებით ჩამოვიდა ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხეილ შვიდკოი.