მოსამართლის გადაწყვეტილებით ციანიდის საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. ფირცხალავას დაკითხვა დღეს მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ მოითხოვს. ციხიდან ჟურნალისტებისთვის გამოგზავნილ წერილში ფირცხალავა წერდა, რომ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე წლებია უკვე სპეცსამსახურების აგენტია, ის ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს, ფარულად იწერდა, მღვდლებს, ჟურნალისტებს და ლგბტ თემს.
კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ირაკლი ფირცხალავა, რომელიც ახლა სასჯელს იმავე ციხეში იხდის, სადაც მამა გიორგი მამალაძე, ამტკიცებს, რომ მოწმე მამალაძე აგენტი პროვოკატორია, მისი გადაბირება კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურმა ყოფილი ხელისუფლების დროს მოახერხა, მას აქვს კოდური სახელი სპეცსამსახურებში და მისი მთავარი მისია წლების განმავლობაში სწორედ მღვდლების ფარული გადაღება იყო. ფირცხალავას მტკიცებით სწორედ მამალაძის ფარული ჩანაწერებით სპეცსამსახურებმა სხვა პირებიც გადაბირებაც შეძლეს.
ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი კი დღეს თითქმის 10 საათი მიმდინარეობა, დაიკითხა 9 მოწმე მათ შორის გამომძიებლები რომლებიც დეკანოზის სახლიდან იარაღის ამოღებას ესწრებოდნენ.