18 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
შეფერხებული მოძრაობა, დაზიანებული ავტომობილები და წაქცეული ხეები - ქვემო ფონიჭალაში ქვა-ღორღი ჩამოიშალა 

ქვემო ფონიჭალაში, გზის სავალი ნაწილის მცირე მონაკვეთზე, რომელთან ახლოს რკინიგზა გადის, ძლიერი წვიმის შედეგად ქვა-ღორღი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, გადაადგილება შეფერხებულია და ტერიტორიაზე შექმნილია საცობი. 

ამ წუთებში, ადგილზე მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და ის უახლოეს საათებში გაიხსნება.

ძლიერმა წვიმამ ფონიჭალაში6 ხე წაქცია, დაზიანდა 2 ავტომობილიც.

დღის ამბები