ძლიერი წვიმის გამო თბილისის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ადგილებზე მობილიზებულები არიან სახანძრო და სამაშველო სამსახურები.
ძლიერმა წვიმამ საავტომობილო მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვია. თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე, ქვემო ფონიჭალაში, მეწყერი ჩამოწვა. ამის გამო უკვე რამდენიმე საათია, მოძრაობა შეფერხებულია.
ისანი-სამგორის რაიონში კი წვიმის შედეგად სარდაფები დაიტბორა. ძლიერი წვიმა იყო რუსთავშიც, სადაც ქუჩები და ეზოები დაიტბორა.