18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ქვემო ფონიჭალაში, გზის სავალ ნაწილზე ძლიერი წვიმის შედეგად ქვა-ღორღი ჩამოიშალა

ქვემო ფონიჭალაში, გზის სავალ ნაწილზე ძლიერი წვიმის შედეგად ქვა-ღორღი ჩამოიშალა. შემთხვევის გამო თბილისი-რუსთავის გზის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა. ფონიჭალის ტერიტორიაზე ქარმა 6 ხეც წააქცია. დაზიანდა ორი მანქანა და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.

დაიტბორა ფონიჭალის რამდენიმე შიდა ეზოც. მოსახლეობის ნაწილს, წყალი დაზიანებული სახურავებიდან სახლებშიც ჩაუვიდა. ადგილზე მუშაობდნენ თბილისის მერიის საგანგებო და სამაშველო სამსახურები.

დღის ამბები