უკონტაქტო პატრულირება და 100 ქულიანი სისტემა საქართველოში ხვალიდან ამოქმედდება და ძალაშია წლის ბოლომდე იქბება. 2018 წლის 1-ლი იანვარიდან კი, მართვის მოწმობას ისევ 100 ქულა მიენიჭება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დარღვევის შემთხვევაში, მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირდება, ნულამდე შემცირების შემთხვევაში კი, მართვის მოწმობის მფლობელს მანქანის მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდება.