18 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ქართველი ემიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა და პრობლემები - "საია"-ს კვლევა

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებელი პირობები და უფლებები, რომლითაც ისინი სარგებლობენ - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კვლევას წარადგენს, სადაც დეტალურად არის მოცემული ქართველ ემიგრანტთა პრობლემები.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული 12 კვლევის მიხედვით, რომელიც ათი ქვეყნიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა, პრობლემები რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა. მათ შორის, სოციალურ-ეკონომიკური, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით.

ორგანიზაციის წევრთა განმარტებით, მათ ძირითადად პრობლემები არალეგალურად ყოფნის გამო ექმნებათ.

„როდესაც ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ იმყოფებიან არადოკუმენტირებულად, მათ სტატუსის არქონა ხელს უშლის იმაში, რომ ისინი იყვნენ დაცულები. მნიშვნელოვანია აქვე, ადგილზე შემუშავდეს ისეთი ერთობლივი პროგრამები, რომელიც აღმოფხვრის არალეგალურად წამსვლელთა რაოდენობას,“ - განაცხადა „საია“-ს წარმომადგენელმა, თეონა მაჭარაშვილმა.

დღის ამბები