საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულმა მეანაბრემ მთავრობის ადმინსტრაციასთან თავის მოკვლა სცადა. თუმცა, მას სხვა მეანაბრეებმა ამის საშუალება არ მისცეს.
კომპანია "საქართველოს" დაზარალებულები აქციებს სისტემატურად მართავენ. დღეს აქცია კანცელარიასთანაც გაიმართა. ისინი სახემწიფოსგან მიყენებული ზარალის ანაზღაურეაბს მოითხოვენ.
კომპანიამ კრედიტორების მიმართ არსებული ვალდებულებების გასტუმრება 9 თვის წინ შეწყვიტა. მისი მესვეურები კი, თაღლითობის და თანხების მითვების გამო დააკავეს. საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.