18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის ამოქმედება - შსს განცხადებას ავრცელებს

ხვალიდან მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემა ამოქმედდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ახალი სისტემის ადმინისტრირების წესი დღეს დაამტკიცა.

ახალი სისტემის მიხედვით, ქულათა კლებას არ გამოიწვევს ვიდეო ჯარიმები, ასევე, გადაუხდელობის გამო დაკისრებული საურავები. ქულების რაოდენობის ყოველი შემცირებისას კი, მართვის მოწმობის მფლობელს პატრული მოკლე ტექსტური შეტყობინებით გააფრთხილებს.

გიორგი მღებრიშვილმა უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესიც დამტკიცდა. უკონტაქტო პატრულირება კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე მოხდება.

უკონტაქტო პატრული კი, ამოსაცნობი ნიშნის არმქონე სატრანსპორტო საშუალებებით იმოძრავებს.

დღის ამბები