ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ბრალდებულ მანუჩარ ფარტენაძის ორი ადვოკატიდან არცერთი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მივლინებაში ყოფნა დაასახელეს მიზეზად.
ბრალდებულმა პროცესის გადადება თავისი ადვოკატების გამოცხადებამდე მოითხოვა. პროკურატურის შუამდგომლობა სახაზინო ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მორიგი პროცესი 7 ივლისს გაიმართება.