18 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ელისო კილაძე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსს ნარკოტიკების მოხმარებაში სდებს ბრალს

შელაპარაკება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსს, რამაზ თარაშვილსა და „ქრონიკა პლუსის“ მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს შორის - ნციდენტი ელისო კილაძის შვილის სასამართლო პროცესზე, რამაზ თარაშვილის დაკითხვის შემდეგ მოხდა.

დაკითხვის დასრულების შემდეგ ელისო კილაძემ თარაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა. „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა რამაზ თარაშვილს ჰკითხა, თუ რამდენი გადაუხადა ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვცილს, თანამდებობის მისაღებად. ამ ბრალდებას რამაზ თარაშვილმა სიცრუე უწოდა და ელისო კილაძე ცილისწამებაში დაადანაშაულა.

ელისო კილაძე რამაზ თარაშვილს ნარკოტიკების მოხმარებაშიც სდებს ბრალს და მას ნარკოტესტის ჩაბარებაც მოსთხოვა, რაზეც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა უპასუხა, რომ მას ტესტი უკვე ჩაბარებული აქვს და უახლოეს მომავალში კიდევ ჩააბარებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ნარკორეალიზატორებისადმი მფარველობაში დადანაშაულება სიცრუეა.

დღის ამბები