7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების ნორმის შეჩერებას მესამე სექტორი ქუთაისის საქალაქო სასამართლოსგან ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა დადგენილება კანონის დარღვევით მიიღო.
თუ ცვლილებები ძალაში შევა ადგილობრივ დემოკრატიას საფრთხე შეექმნება, სარჩელის შეტანამდე 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ საკუთარი არგუმენტები პრესკონფერენციაზე წარადგინა.
მესამე სექტორის შენიშვნებს იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც თვლიან, რომ ცვლილებების შემდეგ მოსახლეობა ქალაქის განვითარებაში აქტიურად ვეღარ ჩაერთვება. ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ გუნდში.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს საკანონდებლო ორგანოში დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ, დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.