30 სექტემბერი 2024,   19:35
ვრცლად
სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, სამგორის #18-ში ეზო დაიტბორა [ვიდეო]

სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, ისნის რაიონში, სამგორის #18-ში მდებარე ეზო დაიტბორა. შეთხვევა რამდენიმე დღის წინ, წვიმის შემდეგ მოხდა.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო წლებია, ეზო იტბორება. მისი განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთხელ მიმართა მერიას, გამგეობას, თუმცა პრობლემა არ მოგვარებულა.

სამგორის #18-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. 

 

ვიდეო რუსთავი2-ს თავად ადგილობრივმა მცხოვრებმა მიაწოდა. 

დღის ამბები