ორთაჭალაში ავარია მოხდა. სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი2-ს“ განუცხადეს, რომ ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.