18 მაისი 2024,   15:37
ვრცლად
ევრორეგულაციები რძის ფხვნილის შემცველ პროდუქტზე - დარღვევის შემთხვევაში, მწარმოებელიც და მოვაჭრეც დაჯარიმდებიან

ევრორეგულაციის ფარგლებში დღეიდან ყველს, რომელშიც რძის ფხვნილია, ყველი ვეღარ დაეწერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მწარმოებელიც და მოვაჭრეც ჯერ 400-ით, შემდეგ კი 1200 ლარით დაჯარიმდება. იგივე ეხება კარაქსაც.

ბოლო 4 წელიწადში რძის წარმოება 8 ათასი ტონიდან 6500-ს ტონაზეა დასული და ამ ფონზე ყველის წარმოება სამჯერ და მეტად არის გაზრდილი. 2014 წელს 2 ათას ტონაზე ოდნავ მეტი იყო. რძის ფხვნილის იმპორტის მონაცემების მიხედვით, რძის ფვნილის მაჩვნებელი ყველთან კორელაციაშია და 4 წელიწადში გაორმაგებულია.

რძის ფხვნილით დამზადებული ყველის თვითღირებულება, ნატურალური ყველისას 50%-ით მაინც ჩამოუვარდება და შესაბამისად, მომხმარებელი ფინანსურად გარკვეულწილად მოტყუებული რჩება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ამოქმედებული რეგულაცია ყველაფერს დაალაგებს. ასევე, უსამართლო კონკურენციასაც და რძის შემცირებულ წარმოებასაც შეამცირებს.

ექსპერტებს ამ არგუმენტების არ სჯერათ და პირველ რიგში, მთავრობას პირუტყვის რაოდენობის აღრიცხვას ურჩევენ, რაზეც მილიონები უკვე დაიხარჯა, თუმცა, მათი განცხადებით, სათანადო შედეგი არ მოუტანია.

არჩევნების შემდეგ ექსპერტები რეგულაციების მომატებას კიდევ ელიან.

დღის ამბები