„შპს კალანდას“ მფლობელი, ლეგი კალანდაძე აცხადებს, რომ „პანორამა თბილისის“ პროექტის გამო მას ქონება წაართვეს. ცეკავშირის შენობა დაანგრიეს და 7-ვარსკვლავიან, მრავალფუნქციურ სასტუმროს აშენებენ. კალანდაძის თქმით, მას პირველ სართულზე 30 კვადრატული მეტრის კომერციული ფართი ჰქონდა, რომლის დემონტაჟი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე განხორციელდა. ლეგი კალანდაძემ შენობიდან კუთვნილი ნივთების, მათ შორის პრინტერის, კონდიციონერისა და მსგავსი ტექნიკის გამოტანა ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ჯერ კიდევ წინა მთავრობა ლეგი კალანდაძეს კომპენსაციას დაჰპირდა, მესაკუთრე ამ დრომდე დაზარალებულია.
მან საჩივრით პროკურატურას მიმართა, თუმცა დემონტაჟიდან თითქმის წელიწად-ნახევარი გავიდა და პასუხი არ ისმის.
„პანორამა თბილისი“ ასევე დამაზიანებელი აღმოჩნდა რუსთაველის პირველი ნომრის მაცხოვრებლებისთვის. მათი აივნებისა და ფანჯრების წინ, 2 მეტრიანი დაშორებით 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო მშენებლობაზე ნებართვა ფინანსთა სამინისტრომ და მერიის არქიტექტურის სამსახურმა 2015 წელ ისე გასცა, რომ ხალხის ინტერესები არავის გაუთვალისწინებია.
დამოუკიდებელი ექსპერტი, ურბანისტი, ზურაბ ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი კანონები მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს და ამ წლების განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლება იყენებს.
თუმცა, ამ მოსაზრებას თბილისი მერი, დავით ნარმანია არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ გიგანტური კომპლექსი დედაქალაქს უამრავ სიკეთეს მოუტანს.
ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.