„მე შევძლებ ოცნებაში კი არ ვაცხოვრო თბილისის მოსახლეობა, არამედ კონკრეტული გადაჭრილი პრობლემები დავანახო, თან ძალიან სწრაფად,“ - ამ განცხადებით მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი თბილისელებს ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თავს არ დაიზოგავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ზალიკო უდუმაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მას ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყია, თუმცა მოსახლეობას უკვე ყოველდღიურად ხვდება. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, თუმცა ახლა ხალხის მხარდაჭერას გრძნობს.
ზალიკო უდუმაშვილი, პირველ რიგში, თბილისში საცობის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რასაც შემოვლითი გზის გაჩერებული პროექტის დასრულება, ნაწილობრივ ხელს შეუწყობს.
მისი აზრით, თბილისში პრობლემები ქალაქელების მინიმალური შეწუხების ხარჯზე უნდა მოხდეს. ზალიკო უდუმაშვილის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტები ქალაქის გამწვანება და განათლების სისტემის რეფორმირებაა.